როდის და რატომ გეგმავს ზურა შევარდნაძე გარდენიას დაკეტვას?

  • 10 დეკემბერი 15:52, 2019 წელი

"გარდენიას" მფლობელი მებაღე ზურა შევარდნაძე 31 დეკემრის ღამეს ბაღს დაკეტავს. აღნიშნულის მიზეზად კი ის ახალი წლის ოჯახში შეხვედრის ტრადიციას ასახელებს.

მისი აზრით, ახალ წელს სახლში ყოფნას არაფერი ჯობს.


"ბევრი უცნობი, ნაცნობი, შორებელი და ახლობელი მწერს და მეკითხება 31 დეკემრის ღამეს რას ვაპირებ და თუა შესაძლებელი ჩვენთან წვეულების დაგეგმვა...


ყველას დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგმართავთ, რომ ახალ წელთან შეხვედრას ოჯახის წევრებთან ერთად ვაპირებ, მერე როგორც ხდება ვისტურებთ და ვესტუმრებით ნათესავებს, მოყვრებს, მოკეთეებს, მეგობრებს და ახლობლებს...


გარდენიაში წვეულება შეგიძლიათ დეკემბრის დარჩენილ დღეებში დაგეგმოთ. ჩვენს მაგიდასთან 20 სტუმარი ეტევა და საახალწლოდ მორთულ სივრცეში საუცხოოდ შეგვიძლია გიმასპინძლოთ ვახშმად.


გარდენიას კი 29 დეკემბერს წლევანდელი წლის ბოლო სამუშაო დღე ექნება და დაგემშვიდობებათ, ტრადიციულად გაზაფხულამდე.


არ მაქვს უფლება ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი აზრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალ წელს სახლში ყოფნას არაფერი ჯობს, მე ასე ვფიქრობ და თუ არ გამკიცხავთ მადლიერი ვიქნები.
#გარდენიასისტორიები."