გიორგი რურუა გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს

  • 10 დეკემბერი 15:42, 2019 წელი

ტელეკომონაია "მთავრის" მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. 

რურუა ხელისუფლებას ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის, ეფექტური მოქმედებისკენ მოუწოდებს.


"ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო!


მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა. ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!


ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.


გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!


დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.


განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს!


ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თანგაწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!


პოლიტპატიმარი გ.რურუა.;



ტელეკომპანია "მთავარის" მეწილე გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.