"სუხიშვილები" დუბაიში იცეკვებენ

  • 10 დეკემბერი 15:33, 2019 წელი

ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" გასტროლებს აგრძელებს. ამჯერად ისინი დუბაის ეწვევიან და დუბაის ოპერაში ორ კონცერტს გამართავენ.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სცენაზე "სუხიშვილები" ტრადიციულ პროგრამას წარადგენენ.



წყარო.