რას უნდა დაემშვიდობოთ ახალი წლის დადგომამდე?

  • 10 დეკემბერი 15:10, 2019 წელი

ყველაფერი, რაც ბედნიერებაში გიშლით ხელს, წარსულს უნდა მიაბაროთ და არასდროს აღარ დაუბრუნდეთ არც საქმეებს, არც ადამიანებსა და არც ნივთებს, რომლებიც თქვენი ნერვიულობისა და პრობლემების მიზეზი ხდება.

სანამ ახალი წელი დადგება, მნიშვნელოვანია სახლის დალაგება, ძველმანების, გატეხილი და ძველი უსარგებლო ნივთების გადაყრა. სახლი კარგად უნდა დაალაგოთ, ამასთან, ერთბაშად არა, რომ არ გადაიღალოთ. გარდერობი მოაწესრიგეთ, დაალაგეთ მისი თითოეული თარო გულმოდგინედ. ეს სახლში სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნის და შენობას ენერგეტიკული უძრაობისგან გაათავისუფლებს.


წარმავალ წელს უნდა გაწყვიტოთ კავშირები ადამიანებთან, რომლებიც ჭაობში გითრევენ. ესენი შეიძლება იყვნენ ცრუ მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში თქვენით მანიპულირებენ და, ზოგადად, სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ. უნდა გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან, რომლებიც თქვენ ზურგს უკან ჭორებს ავრცელებენ და საქმეებს აფერხებენ.


უნდა გაისტუმროთ ვალებიც, თან არა მხოლოდ ფინანსური. მაგალითად, უნდა შეასრულოთ დანაპირები. ეს ადამიანს ბედნიერების მოპოვებაში და იღბლის მობრუნებაში დაეხმარება.


პრობლემების წარსულში დატოვებას ხელს შეუწყობს ნებისყოფა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. მავნე ჩვევები ის ტვირთია, რომელიც აფერხებს განვითარებას და უსიამოვნებების მიზეზი ხდება.


წარმავალი წელი ის დროა, როცა უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, პრობლემები წარსულს ჩააბაროთ და ყურადღება საკუთარ საჭიროებებზე გაამახვილოთ. უნდა მოძებნოთ პირადი მიზნები და მიჰყვეთ საკუთარ მოსაზრებებს, უარი თქვათ გატკეპნილ გზაზე სიარულზე. პირადი ბედნიერება თითოეულისთვის განსხვავებულია, ამიტომ უარი თქვით სტერეოტიპებზე.


მიმავალ წელს ასევე უკან უნდა მოიტოვოთ სხვისი პრობლემები, რომლებიც არანაირად არ უწყობს ხელს პირად ბედნიერებას.


წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელია ის, რომ წარსულში დატოვოთ ყველაფერი, რაც აქტუალური აღარ არის. ნუ "ჩაიციკლებით" ნივთებზე, მიღწევებზე, თუ მათ სიხარული აღარ მოაქვთ.


"გადატვირთვის" კიდევ ერთი ეტაპია მიმავალ წელს ჩააბაროთ კონტროლის სიყვარული. საჭიროა თითოეული ნაბიჯის კონტროლის შეწყვეტა და ხანდახან არა გონებაზე, არამედ ინტუიციაზე დაყრდნობა.


წყარო.