"თან ქურდულს აწვებიან და თან ადმინისტრაციასთან კურკურებენ, ასეთია ქართული ციხის არსი"

  • 10 დეკემბერი 15:25, 2019 წელი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას.

გთავაზობთ სტატუსს:


"რასაც დღეს ლაპარაკობს ნინო ლომჯარია, ეს "მაყურებლები" ნაცების დროსაც იყვნენ, ოღონდ მაშინ მათ ახალაიას კაბინეტში ნიშნავდნენ. მაგალითად, დადიოდნენ და აფრთხილებდნენ პატიმრებს, ცოტნესთან არ წამოგცდეთ რომ რამე გიჭირთ ან ავად ხართ, ადმინისტრაციას აწუხებსო. ტელეფონზე არ დარეკოთ და ციხის რეჟიმზე ცუდი არაფერი თქვათო. ჟურნალისტებთან ურთიერთობა ხომ კატეგორიულად აკრძალული იყო... მაშინ თქვენი მორჩილი ამ სიტყვების ავტორი, ფაქტობრივად დაინვალიდებული, თან ვებრძოდი სისტემას და თან ამ ნაძირალებს, ადმინისტრაციის ვირთხებს ერთად, რომელთაც მაყურებლები ერქვათ. დღესაც იგივე სისტემაა შენარჩუნებული: თან ქურდულს აწვებიან და თან ადმინისტრაციასთან კურკურებენ, ასეთია ქართული ციხის არსი. ადმინისტრაციის "მეამბოხე" პუტანკები",-წერს ცოტნე გამსახურდია.