ლარი მკვეთრად მყარდება - ამ მომენტისთვის კურსის ღირებულებამ 2.8800 შეადგინა

  • 10 დეკემბერი 14:22, 2019 წელი

თითქმის მთელწლიანი უწყვეტი გაუფასურების შემდეგ, დეკემბერში ლარი მკვეთრად მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 10 დეკემბერს, თბილისის დროით 14:00-ზე დოლარის ღირებულებამ 2.8800 შეადგინა.

30 ნოემბრის ოფიციალური კურსი 2.9695-ს შეადგენდა, 10 დეკემბრის ოფიციალური კურსი 2.9446-ს, რაც მიმდინარე კურსთან შედარებით 6.46 თეთრით მეტია.


2019 წელს ლარმა გაუფასურების 11 რეკორდი მოხსნა. 27 სექტემბერს 2.98-ს გადააჭარბა, ამ დროს ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარი 3.00-ან ნიშნულსაც სცდებოდა.


4 იანვრიდან, 7 ივნისის ჩათვლით ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებდა. 11 ინტერვენციის შედეგად სებმა ჯამში $165 მლნ შეიძინა. 1-ელ აგვისტოს, 27 სექტემბერსა და 26 ნოემბერს კი პირიქით $92.8 მლნ გაუშვა ბრუნვაში.


სექტემბერ-ოქტომბერში სებმა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 2%-ით 6.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა, რითაც 102 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა.