"მე ასე მესმის ყველა ქალის ხმა, რომლებიც შიშით ვერ საუბრობენ"

  • 10 დეკემბერი 14:14, 2019 წელი

ფოტოხელოვანი გედა დარჩია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ქალთა ჩაგვრას და მათზე ძალადობას ეძღვნება. როგორც ფოტოგრაფი წერს, სწორედ ასე ხედავს ყველა ქალის სათქმელს, ვისაცც ხმამაღლა საუბარი უჭირს.

გედა წერს:


"მე ასე ვხედავ ყველა ქალის სათქმელს, რომლებსაც ხმამაღლა საუბარი უჭირთ. მე ასე მესმის ყველა ქალის ხმა, რომლებიც შიშით ვერ საუბრობენ. მე ასე ვგრძნობ ყველა ქალის ტკივილს, რომლებსაც ტკივილის გარეთ გამოტანა არ შეუძლიათ. ძალადობა ხშირად არ ჩანს და სამოსით შეფარული ჩვენს ყოველდღიურობაში ბუდობს. ძალადობა ხდება ყველგან მიუხედავად მრწამსისა, რელიგიისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. საქართველოში 7 დან 1 ქალს ცხოვრების მანძილზე სულ მცირე ერთი ფორმის ძალადობა გამოუცდია. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია აღინიშნება. მე ვუერთდები კამპანიას და ვემიჯნები ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას!"-წერს ფოტოხელოვანი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.