მასწავლებელმა გამრავლების ტაბულა შეცდომით სპეციალურად დაწერა - მიზეზი ნამდვილად საინტერესოა

  • 10 დეკემბერი 14:10, 2019 წელი

მასწავლებელმა დაფაზე დაწერა გამრავლების ტაბულა. როდესაც დაასრულა, მოსწავლეებს შეხედა. ისინი იცინოდნენ პირველი ნამრავლის შედეგის გამო.

მასწავლებელმა გაიღიმა და მოსწავლეებს მიმართა: პირველ შედეგზე თქვენი მხიარულება და დაცინვა, გამოიწვია იმ შეცდომამ, რომელიც პირველ ნამრავლის პასუხად წერია, მაგრამ თქვენ არ გამოგიხატიათ არავითარი რეაქცია და შექება, იმ ცხრა სწორ პასუხზე, რომელიც ასევე წერია დაფაზე. თქვენი ჩემდამი კრიტიკა, ჩემმა მხოლოდ ერთმა შეცდომამ გამოიწვია და შექება კი არც ერთმა სწორმა პასუხმა.


მაშ ასე, ეს არის გაკვეთილი...


ცხოვრებაში არასოდეს დაგიფასდებათ ის სწორი ნაბიჯები, რომელსაც უამრავჯერ გადადგამთ, მაგრამ ერთი შეცდომა საკმარისია, დაცინვის და განკითხვის საგნად იქცეთ. დაიხსომეთ, არასდროს დანებდეთ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი!!! ყველა დაცინვაზე და განკითხვაზე მაღლა დადექით!!! იყავით ძლიერები!!!