Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

  • 10 დეკემბერი 13:05, 2019 წელი

ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროების მიერ  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  აკრძალვის შესახებ ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

აღნიშნული შეეხება ასევე სხვა "სტებლკოინებს", ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან.


მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად.


მთავრობების წარმომადგენლები საკითხის შესწავლის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადღეისოდ ლიბრას რისკების გათვლა შეუძლებელია, ამიტომაც ჯერ საჭიროა ამ საკითხების დასარეგულირებლად ახალი კანონების მიღება. ევროკავშირის ფინანსური საკითხების კომისრის ვალდის დომბროვსკისის თქმით, შესაბამისი სამუშაო უკვე დაწყებულია.


პარალელურად, ევროკავშირის ცენტრალური ბანკი აგრძელებს მუშაობას საკუთარ კრიპტოვალუტაზე, რომელიც  კერძო ვირტუალური ფულის ალტერნატივა იქნება. თუმცა, ევროპული კრიპტოვალუტა  მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ჩვეულებრივი საბანკო ანგარიშსწორება საგრძნობლად გაძვირდება.


 


"ლიბრასთან" დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა ასევე აშშ-ს ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა. მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის და ფულის გათეთრების მხრივ, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ სოციალურ ქსელს  2,5 მლრდ. მომხმარებელი ჰყავს.


წყარო.