თბილისში ახალგაზდა ქალს ეძებენ

  • 8 დეკემბერი 20:39, 2019 წელი

თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა - 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.


ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, "ფენიქსში", მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.


ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.  


ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო. 


თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 593394816.


წყარო.