ზუგდიდში "ჟიგული" დაიწვა

  • 8 დეკემბერი 17:45, 2019 წელი

ზუგდიდში "ჟიგულის" მარკის ავტომანქნა დაიწვა. "07"-ს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. 

შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვიც, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა.