ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

  • 8 დეკემბერი 16:49, 2019 წელი

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

სპორტსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე. სამი პოლიციელი იდგა. ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით. ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა, მე ვუთხარი არ მაქ ძმაო-თქო და ისევ ნაგლად მომმართა ძმაოთი რატო მომმართავო? მეთქი აბა როგორ მოგმართო ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო-მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო შე უზრდელოო, მეთქი უზრდელი შენხარ-თქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმ და მითხრეს გამოგვყევიო, მე ვუთხარი მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებით-თქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასერომვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკოო შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ვუწევდი არმეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ, მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ როგორც კანონს შეეფერება... ამათი კანონების დედაც... და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები... დაიწყეს მეც რა თქმა უნდა წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი) ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.


ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა - შენ არ იცი ჩვენ ვინვართოო მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას, იქვე სადღაც მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში. ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა-თქო და დაველაპარაკები ნორმალურად ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ ცემა დამიწყო ერთად, მეც რა თქმა უნდა უკან არ ვიხევდი. ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა რომ სპორცმენი ვიყავი და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო, მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ-თქო ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი... მეც რათქმაუნდა არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი ერთი სატანის სახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო რა პანიკებშიაო? მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გგონია თავიო და იარაღი ამოიღო. კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა. მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვი-თქო... ეს რომ ვუთხარი მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზე ვნერვიულობდი რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო-თქო, მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი, მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი-მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი რა ვუწოდო არვიცი, დამთავრდა შენი კარირაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილუ რაღაც საზიზღრობა, თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდი-მეთქი ღამე როგორ გძინავს-თქო ესეთ რაღაცებს რო აკეთებთქო თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია-მეთქი შე უნამუსო მერე ერთი იხახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორცმენია რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ, ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ.


მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები"... მერე ერთი მეუბნება - შენ საქართველოსთვის ჰიმნს რომ უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო. ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება, მერე მივხვდი რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა, როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე-თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კიარვარო - ამ ყველაფრის მერე მეუბნება და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა. აქამდე არ ვიცოდი რა ხდებოდა მანდ, მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რა დღეში აგდებენ. თავში მირტყამდნენ ამათი დედა ვატირე, მე კიდე თავს ვურტყამდი. ბორკილები მედო თორე ყველას ერთად ვცემდი. ხო მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე, რამე სილურჯეები ხოარ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო რამე ხო არ გჭირსო. ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არ გვიჩივლოსო ალბათ. ამათი...


მერე ესე ვიჯექი რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები მეც, არ გავტყდი რა თქმა უნდა და მაგიტო გაჩერდნენ... თავი რომ დაუხარო გადაგივლიან. უფრო მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭი ვარ... მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო? მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო"...


რა მინდა ვთქვა, როგორ უნდა იცხოვრო ესეთი ნაბ....ის ხელში, ესე უბრალოდ ხმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება. მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა და არ მესმის აქ მუშაობდე და კაცი გერქვას ვინც არ უნდა იყო. მერე ყველას ვუთხარი - მეთქი სუფრაზე ადგებით-თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ... რატო? რატო? აი რატო? მთავრობავ კიარა ყველას გეუბნები რატო უნდა ხდებოდეს ესე?


მინდოდა გცოდნიდათ და გაგეგოთ რა ნაბ.....ი არიან ესენი. როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ის ხალხი რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია ის გავახარო... და ამას ესე არ დავტოვებ..."