ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

  • 8 დეკემბერი 00:08, 2019 წელი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი.  


"ძალიან ვნერვიულობ. მშვენიერი განწყობა მაქვს და ველოდები. რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ამბობენ მოგება და წაგება ძმები არიანო. არის სიტუაცია, როდესაც გამარჯვებას აღარ აქვს მნიშვნელობა . რა თქმა უნდა კარგი იქნება. გულდასწყვეტი არაფერია. ტექსტი მომზადებული მაქვს. დავწერე, ჩამოვწერე", - განაცხდა "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან გელბახიანმა. 


თბილისში 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოსეანსები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კი პრემიერის პირველ დღეს. ჩვენების ჩაშლით "ქართული მარში", ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდნენ.


ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 


ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი "ოსკარზეც" წარადგინეს.


წყარო