როგორი იყო საახლაწლო სუფრა საბჭოთა კავშირის დროს

  • 7 დეკემბერი 23:42, 2019 წელი

მხოლოდ პოზიტივზე ორენტირებული ინტერნეტ ჟურნალი "fun Time" საბჭოთა კავშირის დროინდელი ახალი წლის სუფრის 7 მთავარი კერძის შესახებ მასალას აქვეყნებს.

1. სალათი "ოლივიე"


საბჭოთა სალათების "დედოფალი", ცოტა ბოსტნეულით და ბევრი მაიონეზით



2. სალათი "მიმოზა"


ლამაზი სალათი, რომელსაც ყვავილის სახელწოდება ჰქონდა და გარეგნულადაც ჰგავდა. ბავშცვებს, მახსოვს, არ გვაჭმევდნენ, რადგან თევზით კეთდებოდა. მტავარი ინგრედიენტები იყო: კარტოფილი, ხახვი, კვერცხი და ძალიან ბევრი მაიონეზი.



3. სალათი "შუბა" ქაშაყით


კიდევ ერთი ტრადიციული საბჭოური სალათი, რომელიც უცხოელების გაოცებას დღემდე იწვევს. შებოლილი ქაშაყით, ჭარხლით, კარტოფილით, კვერცხით, სტაფილოთი, ზოგჯერ - ვაშლითაც და, რაღა თქმა უნდა, ბევრი მაიონეზით.



4. "ხალადეცი"


გახსოვთ, ფრაზა "ბედის ირონიიდან": "Какая гадость… какая гадость эта ваша заливная рыба!"
მართლაც, თევზის "ხალადეცის" მომზადებას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდებოდა, რათა ხარშვისგან თევზი არ ჩაშლილიყო და ნადია შეველიოვასავით არ "შერცხვენილიყავით". ამიტომ, ძირითადად, ლაბას ღორის თავ-ფეხისგან ამზადებდნენ.



6. ნაპოლეონი


დესერტი, რომლითაც სრულდებოდა საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში. ამ ნამცხვარს, რა თქმა უნდა, სახლში ამზადებდნენ და იგი საოცრად გემრიელო იყო. ამიტომ, თუ ტრადიციის გამეორება გსურთ, ნუ იყიდით, თავად მოამზადეთ.



7. მანდარინი


ანანასი და ბანანი მაშინ მხოლოდ ბურჟუების მაგიდაზე იდო, ამიტომ საბჭოთა ხალხი მანდარინით კმაყოფილდებოდა. თან იმდროინდელს თითქოს სულ სხვა გემო ჰქონდა



წყარო.