ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება - ზაზა ურუშაძე

  • 7 დეკემბერი 22:04, 2019 წელი

"ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება" - ამის შესახებ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, გადაცემაში "მძიმე კაცთან", წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 - როგორც უკვე თქვით ღმერთი გწამთ და სად არის ის?


- ღმერთი ყველგან არის. რწმენა ძალიან პირობითია, ქრისტემ მოწაფეებს უთხრა, რომ მცირედ მორწმუნენი ხართო და ჩვენ რწმენა რა არის საერთოდ... ეკლესიური ვერ ვარ, მაგრამ ღმერთის მწამს. ყოველ შემთხვევაში ვერაფრით დავიჯერებ, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება. იმედი მაქვს, რომ რაღაც არსებობს, მინდა ასე იყოს. თუ არ რჩება არაფერი და ქრები მაშინ ყველაფერი ამაოა.


რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.


ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:


"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989);


"აქ თენდება" (1998);


"ცხელი ძაღლი" (2003-2009);


"სამი სახლი" (2008);


"დარჩი ჩემთან" (2011);


"ბოლო გასეირნება" (2012) ...