გაიცანით ია ნინიძის ქალიშვილი

  • 7 დეკემბერი 20:58, 2019 წელი

ნინო ნინიძე 1991 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. დედა ია ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, ნინოს მამა კი მხატვარი მიხეილ ბუჩენკოვი. ნინო ია ნინიძეს მესამე ქორწინებაში შეეძინა.

90- იან წლებში, როცა საქართველოში ომი დაიწყო ნინოს მამა ამერიკაში წავიდა და იას შვილების გაზრდა მარტო მოუწია.  1997 წელს იამ გადაწყვიტა, საცხოვრებლად რუსეთში გადასულიყო. ნინოს მძიმე ცხოვრების გავლა მოუწია, მაგრამ მალევე შეძლო ცხოვრების გაგრძელება და გადაწყვიტა  მსახიობი გამხდარიყო. ჩააბარა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ალექსანდრე მიხაილოვის კლასში . პირველი ეპიზოდური როლი ნინომ 2010 წელს კომედიურ სერიალში "ერთხელ მილიციაში" ითამაშა . სამსახიობო ნიჭის გარდა მუსიკალური ნიჭიც აღმოაჩნდა.


2016 წლის სექტემბერში, რუსეთის პირველ არხზე შედგა სერგეი შერბინის დეტექტიური სერიალის პრემიერა, სადაც ნინომ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 


მონაწილეობა მიიღო  სატელევიზიო შოუში "  Голос " , სამწუხაროდ მას ჟიურის წევრები არ შემოუბრუნდნენ.


უკრაინელი მსახიობი კირილ პლეტნევისგან, რომელიც მისი პირველი ქმარი გახლდათ,  ჰყავს შვილი საშა .


ამჟამად ნინო ცნობილ რუსულ სერიალში  "ლოგინში" მონაწილეობს.






წყარო