მარტოხელა დედა თავის საყვარელ ხალიჩაზე დაქორწინდა - ვიდეო

  • 7 დეკემბერი 20:47, 2019 წელი

როცა ბრიტანელი ბეკი კოკსი თავის მეგობრებს უყვებოდა, როგორ უყვარს მას თავისი ხალიჩა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ურთიერთობა ასე შორს წავიდოდა.

26 წლის კაზინოს თანამშრომელმა გადაწყვიტა, თავის საყვარელ ხალიჩაზე დაქორწინდეს.  ორი შვილის დედამ თავის "მეორე ნახევარს" მეთი შეარქვა.


უჩვეულო ქორწილი დიდ მანჩესტერში, მეგობრების ვიწრო წრეში გაიმართა.


"ბევრ დროს მასზე ზრუნვაში ვატარებ - ყოველ დღე რამდენჯერმე ვრეცხავ და მტვერსასრუტით ვწმენდ, რომ დავრწმუნდე, რომ ის ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურება. ახლა ვერ წარმოვიდგენ მის გარეშე ცხოვრებას", - განაცხადა ბეკი კოკსმა.


წყარო