2021 წელს სრულად უსადენო აიფონი გამოვა

  • 6 დეკემბერი 21:33, 2019 წელი

ანალიტიკოსმა მინ-ჩი კუომ, რომელიც Apple-ის ახალ პროდუქტებზე ყველზე ზუსტ პროგნოზებს აკეთებს, იმ iPhone-ზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, 2020 და 2021 წლებში გამოუშვან. ამის შესახებ 9to5mac-ი წერს.

მისი თქმით, 2020 წელს Apple iPhone-ს 4 მოდელს წარადგენს, რომელთაც OLED-ეკრანი ექნება. ერთი ტელეფონი 5,4-დიუმიანი დიაგონალი იქნება, კიდევ ორი 6,1-დიუმიანი, ყველაზე დიდი კი- 6,7-დიუმიანი. ყველა სმარტფონს 5G ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება.


მინ-ჩი კუო ასევე აცხადებს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში Apple 4,7-დიუმიან iPhone SE 2-ს გამოუშვებს, რომელსაც ასევე OLED-ეკრანი ექნება.


წაიკითხე სრულად