გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

  • 6 დეკემბერი 19:26, 2019 წელი

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა, დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დახურულ პროცესს დაზარალებილის ინტერესების დამცველიც ესწრებოდა.

პოლიციელი მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით მოსამართლის განჩინებით დააკავეს.