ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფით საიდუმლოს აბსურდულად იყენებს

  • 6 დეკემბერი 19:11, 2019 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო გამოკითხეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 


ნიკა გვარამია აქვე დასძენს, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა კონსტიტუციის დარღვევით იყენებს გრიფით საიდუმლოს.


"საქნმეს გრიფით საიდუმლო ადევს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. საერთოდ აბსურდულად იყენებს სამართალდამცავი სისტემა გრიფით საიდუმლოს, კონსტიტუციის დარღვევითაც. განგვიმარტეს, რომ რა შეკითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო, თუმცა, არაფერი გასახმოვანებელი არ არის. თქვენთვითონ შეიგძლიათ ივარაუდოდ, რა შეკითხვებსაც დასვამდნენ - რა ვიგსულისხმე დამხობაში, უზურპატორში. თუ არ იციან რა ვიგულიხმე უზურპატორში, საერთოდ რატომ დაიწყეს?", - განაცხადა ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიამ.