თვენახევრის ჩვილი კორონავირუსით ინფიცირდა

  • 22 აგვისტო 17:06

საქართველოში თვენახევრის ჩვილი კორონავირუსით ინფიცირდა. დაავადებულია ჩვილის დედაც და მისი კიდევ ერთი, მცირეწლოვანი შვილი.

სამივე პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.


საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.