რატომ მოკლა ცოლის ძმამ 22 წლის მამაკაცი ქარელში ? - ცნობილია ტრაგედიის ახალი დეტალები

  • 6 დეკემბერი 18:33, 2019 წელი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ახალგაზრდას საკუთარმა ცოლისძმამ მიაყენა.

ბრალდებული, რომელიც 24 წლისაა, ამ დრომდე მიმალვაშია. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.


ქარელში მკვლელობა დღის სამ საათზე მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩანა ცინგიშვილის ახლობლები "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, რომ გარდაცვლილსა და ბაჩანას შორის შელაპარაკება ფატალურად დასრულდა.


მომხდარზე საუბარი უჭირთ როგორც ნათესავებს, ასევე მეზობლებსაც, თუმცა ამბობენ, რომ შელაპარაკების მიზეზი სწორედ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტი იყო. 


ერთ-ერთი მეზობელი ლაურა კავსაძე  "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრის დაშორების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მისი თქმით, ბოლოს ისინი შერიგდნენ.


წაიკითხეთ სრულად