მიმართვა პრემიერს - "ჩვენს საგანძურს შეიძლება, დაეპატრონოს პოტენციურ დამნაშავეთა ჯგუფი"

  • 6 დეკემბერი 17:25, 2019 წელი

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი პრემიერმინისტრს მოუწოდებს უშუალოდ დაინტერესდეს საფრთხეში მყოფი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდით.

ნინო მიქიაშვილის თქმით, მათი საგანძური უპატრონოდ დარჩა და შეიძლება მათ საგანძურს დაეპატრონოს პოტენციურ დამნაშავეთა ჯგუფი.


"ჩვენ დღეს მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ უშუალოდ დაინტერესდეს, რა ხდება ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ქალბატონი ელენე კავლელაშვილი გარდაიცვალა 17 ნოემბერს, ჩვენი საგანძური დარჩა უპატრონოდ. ჩვენს საგანძურს შეიძლება, დაეპატრონოს პოტენციურ დამნაშავეთა ჯგუფი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის და მისი გარემოცვის სახით. ამიტომ ვთხოვთ პრემიერს, დაინტერესდეს ამ საკითხით. პარალელურად ორშაბათს, 12:00 საათზე ჩვენი ჯგუფი ხვდება კულტურის მინისტრის მოადგილეებს", – განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.