მზე ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა - ანუ რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში

  • fortuna.ge
  • 22 აგვისტო 10:05

ერთი თვით მზის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ადამიანებში დისციპლინა და ორგანიზებულობა, პრაქტიკულობა და პუნქტუალურობა, სისუფთავისა და წესრიგისკენ მიდრეკილება, დეტალების ჩაძიების უნარი და კრიტიკულობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა გაძლიერდება.

ნიშნობისა და ქორწინებისთვის სასიკეთო დღეა, აგრეთვე პერიოდი კარგია რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მოღვაწეობისთვის, იდეების განსახორციელებლად და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, სპორტული და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.


წარმატებები ელით ლომს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს, დაძაბული დღე იქნება კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge