რას ამბობს სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმომხტარი კაცის ცოლი?

  • fortuna.ge
  • 15 აგვისტო 00:06

ბათუმში, საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადამხტარი კაცის მეუღლე სალომე ცანავა სუიციდის მცდელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მის მეუღლეს არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. 

ამასთან სალომე ცანავა ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ შეუძლია სავარაუდო მიზეზებზე ისაუბროს.


„არანაირის ფსიქიკური და დაპრესიული აშლილობა არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი… მე და ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემას გამოვრიცხავ. სასტუმროში უნდა ვნახოთ ჩანაწერები, რა და როგორ, აი, იმის მიხედვით შეიძლება დავიჯერო, მოიფიქრეს თვითმკვლელობის ვერსია”- ამბობს სალომე ცანავა.


შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge