ლევან ჯიბღაშვილი ცოლს გაშორდა?

  • primetime.ge
  • 14 აგვისტო 23:54

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა 2018 წელს ბიზნესმენ აკაკი (ფეფე) სულხანიშვილის შვილი, სალომე სულხანიშვილი შეირთო ცოლად. ახლახანს კი ჭორი გავრცელდა, რომ წყვილი დაშორდა. მათ წლინახევრის ვაჟი, მიქაელი ჰყავთ.

ლევანის დედა, ნონა ჯიბღაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ოჯახი არ დანგრეულა და მეორე შვილიშვილს ელოდება.


„არ ვიცი, საიდან მოდის ეს ჭორი. სალომეს ქმრის ფოტოები არ უდევს „ფეისბუქზეო” და დაასკვნეს, რომ ერთად აღარ არიან. ამ დაბოღმილი ქვეყნის გამო, აღარ ვდებთ ფოტოებს. შეგვჭამეს, რეები მოგვიწყეს, ხომ ნახეთ? საქართველოში წარმატებულ და ბედნიერ ადამიანებს ვერ ვიტანთ“, - ამბობს ნონა ჯიბღაშვილი.


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge