კახა კალაძემ საკუთარი სახსრებით ტაძარი ააშენა

  • primetime.ge
  • 14 აგვისტო 23:46

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საკუთარი სახსრებით თბილისთან ახლოს, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააშენა. 

„შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ნამდვილად კახი კალაძის ძალისხმევით და სახსრებით აშენდა, მაგრამ მას თავად არ ჰქონია სურვილი ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო” , – განმარტავენ მერიაში, თუმცა ამბობენ რომ თავად კახა კალაძეს ამ თემის გასაჯაროება და ქველმოქმედებაზე საუბარი არ სურს.


ცნობისთვის, 2015 წელს ტაძრის გახსნას სხვა საპატიო სტუმრებს შორის, საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა. ტაძარი იმ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება ვინც 2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge