დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართულ კულტურას, რაც „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - გიორგი დონაძე

  • 11 აგვისტო 21:35

„დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართული კულტურას და ეს არის „ქართუსა„ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“ - ამ სიტყვებით გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე, რომელიც ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში გაიმართა.

მისი თქმით, ეს არის თეატრი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ ქალაქს დაამშვენებდა .

„2000 წელს, როდესაც ძალიან უჭირდა კულტურის სფეროს, გამოჩნდა ადამიანი, დაარსდა ფონდი, რომელმაც 20 წელი თავისი მხრებით ატარა ისეთი ხალხი, როგორიც არის ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“. ეს არის თეატრი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ ქალაქს დაამშვენებდა. ეს არის „ქართუსა“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართული კულტურას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რეაბილიტირებული თეატრის თაღებში, ცოტა ხანში ალბათ, განახლებული შენობის გახსნის ღონისძიებაც იქნება"- განაცხადა გიორგი დონაძემ.

ცნობისთვის, მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა.