შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, ამირხანაშვილსაც მივაყოლებდი - მორაგბე ბრალს არ აღიარებს

  • primetime.ge
  • 11 აგვისტო 20:50

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მორაგბე არჩილ გაგნიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალს არ აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი, ლექსო კობაიძე, ავრცელებს.


„გადაირია გაგნიძე რას მეუბნებით, იქ საერთოდ არ ჩავსულვარო. დიდი პროტესტი გამოხატა. ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ გაგნიძე ჰყვება, რომ არც იცოდა შაქარაშვილი რომ სცემეს.


ამბობს, შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, გური ამირხანაშვილს თბილისში რატომ წამოვიყვანდი, იმასაც მივაყოლებდით, რატომ დავტოვებდითო?


როცა მივიდა იქ ჩხუბი არ ყოფილა, მან უბრალოდ დაინახა, როგორ გაიქცნენ ახალგაზრდები. მისი მიზანი არ ყოფილა ვინმეს ცემა და სიკვდილი."- განაცხადა ადვოკატმა.


ცნობისთვის, პროკურატურამ 11 აგვისტოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge