არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია

  • primetime.ge
  • 11 აგვისტო 20:00

არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომუშავე 17 წლის ახალგაზრდა ბიჭმა იმავე კორპუსში მცხოვრები მამაკაცი გაიცნო, რომელსაც არასრულწლოვანმა ბრალი გაუპატიურებაში დასდო.


სასამართლომ მამაკაცს 11 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, რასაც ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი არ ეთანხმება. ის დარწმუნებულია თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში და „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ მოსამართლემ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.


„საქმე აღძრული იყო 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას არასრულწლოვნის მიმართ. გაუპატიურების შემადგენლობა ასეთია: სქესობრივი კავშირის დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ამ სამი შემადგენელი ნაწილიდან არცერთი არ იყო სახეზე მოცემულ საქმეში.


დაცვის მხარემ ცალსახად და უტყუარად დავადასტურეთ, რომ დაზარალებულს არ აღენიშნებოდა არავითარი ძალადობრივი ნიშნები არც სხეულზე, არც სასქესო ორგანოებზე, არც ტანისამოსი ჰქონდა დაზიანებული. ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებითაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სქესობრივი აქტი არ მომხდარა ძალის გამოყენებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა ედავებოდა, რომ ძალის გამოყენებით დაამყარა სქესობრივი კავშირი და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.


რატომ უნდა დაუჯეროს სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულს, თუ მისი ჩვენება ვერ მყარდება სხვა მტკიცებულებებით? უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულის ჩვენება, თუ ის არ მყარდება მტკიცებულებებით, ითვლება სუსტ არგუმენტად და შესაძლებელია, დადგეს გამამართლებელი განაჩენი. საქმე ის გახლდათ, რომ დაზარალებული იყო არასრულწლოვანი, თანაც – არატრადიციული ორიენტაციის და მისი მტკიცებით, მასთან გაუკუღმართებული გზით – ანალური და ორალური გზით დაამყარა ბრალდებულმა სქესობრივი კავშირი. ექსპერტიზამ კი ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა.“- განაცხადა ადვოკატმა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge