რატომ აღარ იქნება მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" ჟიურიში

  • 4 დეკემბერი 12:11, 2019 წელი

მუსიკოსი მარინა ბერიძე მუსიკალური პროექტების ჟიურის ამპულაში 13 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ პირდაპირი, შეუპოვარი და ხანდახან დაუნდობელის იმიჯიც დაიმკვიდრა. პირველად მარინა ბერიძე ეკრანზე ჟიურის ამპლუაში 2006 წელს გამოჩნდა.

მართალია ბარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულის" ლაივ კონცერტების დროს ჟიურის წევრი აღარ იქნება, მაგრამ მან ვერავის დაუთმო კასტინგებზე ჟიურიში სკამი სხვას. "კონკურსანტს ვერავის დაუთბობდი!"- ამბობს მარინა ბერიძე.


როგორც ის ამბობს, ჟიურის კონტაქტი უნდა ქონდეს კონკურსანტებთან ამეცადინებდეს და მუშაობდეს მათთან ერთად.


"ახლა მოვიდა ის ეტაპი, როდესაც ჟიურიში ჯდომა აღარ მინდა. არ ვიცი, მიკერძოებული ვიყავი თუ არა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ "ჯეოსტარის" რომელიმე გამარჯვებული ან არ შედგა, ან ცუდად მღერის და ვერ გაამართლა"- ამბობს მარინა ბერიძე "სარკესთან."


- რატომ ცდილობთ რომ იყოთ თავშეკავებული?


- ძალიან ცუდი დრო მოვიდა. ბოლო დროს კრიტიკა საშინელებად აღიქმება ამის გამო კი ბევრს გვლანღავენ. ამასთან შეგუება კი ძნელია და მტკივნეული. ამიტომ მირჩევნია ბავშვებთან ვიმუშაო და სხვამ შეაფასოს.


ასევე მუსიკოსი "სარკესთან" ინტერვიუში ნიკა გვარამიასაც შეეხო, როგორც ის ამბობს თვითონაც და ნიკაც ძალიან რისკიანები არიან.


"ნიკა ის ადამიანია, რომელსაც ყველგან გავყვები. რთული ეტაპი გავიარეთ. გუნდის შექმნის შემდეგ მთავარი იყო კარგი კონკურსანტები, რადგან აქაც დიდი ტაციაობაა- თითქმის ყველა არხმა გააკეთა მუსიკალური პროექტი"- ამბობს მუსიკოსი მარინა ბერიძე ინტერვიუში.