ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მისი ფეისბუქის გატეხვა უნდათ

  • formulanews.ge
  • 10 აგვისტო 23:41

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მისი Facebook გვერდის გატეხვას ცდილობდნენ.

ბაჩანა ლობჟანიძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 23 ივლისს თამარის Instagram-იდან მას  Unfollow გაუკეთეს, ერთ-ერთ პოსტზე კი Untag. 


„რატომ ხდება ეს ჩემთვის გაუგებარია, სადღაც 23 ივლისიდან ხდება თამარის Instagram-ზე წვდომა, იქ იშლება ერთ-ერთი ჩემი Tag და ასევე თამარის ანგარიშიდან ჩემს ინსტაგრამზე კეთდება Unfollow. ამის შემდეგ უკვე, როცა ექსპერტიზის ბიუროში ვარ, ხდება მისი Facebook-ის დეაქტივაცია, მაგრამ მთლად დეაქტივირებული არ ყოფილა თავიდან.


აქცენტი პირდაპირ ჩემზე კეთდება. რატომ იშლება ჩემი Tag, მთლიანი პოსტი არ იშლება, ანუ ედითი, რომ არის ეს ყველამ უნდა ნახოს, ვინც თამარის გამომწერია Instagram-ზე. ეს უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს.“,-აცხადებს ლობჟანიძე.  


ცნობისთვის, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო. 

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge