ქმარი ცოლთან შერიგებაში სრულიად სოციალურ ქსელს დახმარებას სთხოვს - #ივასძალიანუყვარხარშეურიგდი

  • 10 აგვისტო 21:25

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ახობაძე აქამდე უჩვეულო შინაარსის პოსტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს. მოკლედ, საქმე იმაშია, რომ მას ფეისბუქის მეგობარმა, გაბუტულ ცოლთან შერიგებაში დახმარება სთხოვა.

ამბავი არის ის, რომ ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია გააზიაროს ეს სტატუსი და ვინმე ივას ცოლს, ქმართან შერიგება სთხოვოს, თან დაუმტკიცოს რომ მეუღლეს, ის ძალიან უყვარს და მისი წყენინება საერთოდ არ უნდოდა.


მოქალაქე ივა იმედოვნებს, რომ მსგავსი ონლაინ ფლეშმობი სასურველ შედეგს გამოიღებს.


„ოოოოოო დღეეეეს განსაკუთღებული სტატუსი გვაქვს მენიუშიიი. მეც პირველად ვწერ მსგავსს. მას, ვინც მთხოვა, ჩემი იმედი აქვს. მე-თქვენი. როგორც ყოველთვის, ჯერ შესავალი!
------
არის ასეთი ცოლ-ქმარი, ბევრს გყავთ მეგობრებში. არ მინახავს არც ერთი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე აქ, ასე მგონია ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ. კარგები არიან, ორივე შრომობს, ზრდიან შვილებს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება მათ ოჯახში, გარდა იმისა რომ ამჟამად არიან ცალ-ცალკე, ანუ იჩხუბეს.
უფრო სწორად გოგო ნაწყენია, კაცი დაღონებული. დღეს დილას დამხვდა ჩატში ქმრის წერილი.
მთხოვდა ჩამეწერა ვიდეო, სადაც ცოლს ვთხოვდი რომ შეურიგდეს და მერე თქვენი, ანუ ჩემი მეგობრების იმედი ჰქონდა რომ იგივეს თხოვდით თქვენც ამ გაბუტულ გოგოს. ჯერ ცოტა გამიკვირდა, მე ხომ ხაზგასმით ვერ ვიტან ამ ფლეშმობებს და მეცინება კიდეც ასეთ რამეებზე.
მერე ნომერი ვთხოვე, დავურეკე და მოვაყოლე-რა მოხდა. შევთანხმდით, რომ სტატუსს დავწერდი, ვიდეო-არა. მთხოვა რომ მომენიშნა პოსტზე მისი ცოლი და საქვეყნოდ ყველას ერთად გვეთხოვა რომ შეურიგდეს!
-----
მოკლედ ახლა მე ამ პოსტზე არ მოვნიშნავ ამ გოგოს.


არ გვინდა სეირის მაყურებლები, გვინდა კეთილი ადამიანები მხოლოდ. 


მუშაობს ეს კაცი, დღე და ღამე გასულია, წელებზე ფეხს იდგამს და აღარ აქვს იმის ნერვი რომ რაც ქალებს სულ გვჭირდება- ანუ სითბო და სიყვარული სიტყვიერად ჩუქნოს თავის საყვარელ მეუღლეს. მოდის დაღლილი სახლში და ასეთ დროს ცოტა ძნელია იყო მზრუნველი და მოსიყვარულე (((( თან კაცები ხომ თვლიან რომ თუ ოჯახს არჩენს, ეს საკმარისია ((( მოკლედ, გავეშვათ, არ გვინდა, ნუ განვიკითხავთ, ნუ გავქექავთ, ნუ გავლანძღავთ ვინმეს... უბრალოდ ვთხოვოთ ამ გოგოს რომ შეე უუ რიი გდეეს!!!!  გავაკეთოთ მოდი ეს ერთი ცალი კეთილი საქმე, იქნებ გამოგვივიდეს, რა ვიცი. ველა კომენტარს წავაკითხებ-ცოლს! არ იღლიცინოთ კაცო, ოჯახი გვყავს გადასარჩენი!


მე კი ასე ვეტყოდი აქედან:


უყვარხარ მაგ კაცს და ამდენი ხალხი გთხოვთ: აპატიე.

ეს საქმე თუ გაიჩარხა, შერიგების ცენტრი უნდა გავხსნა! ჰე, მომეხმარეთ ახლა!“ - წერს ნინო ახობაძე.