შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს აღიარებს

  • 10 აგვისტო 20:18

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ნიკა ჟვანიას ინტერესების დამცველის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშმყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კონკრეტულად კი ის ამბობს, რომ დანაშაულის ადგილზე ხელკეტით იმყოფებოდა და შაქარაშვილს ფეხის არეში დაარტყა.

„ბრალის ნაწილობრივ აღიარების მიუხედავად ჟვანია ბრალდებას არ ეთანხმება და მის შემსუბუქებას მოითხოვს“, - ამბობს ჟვანიას ადვოკატი „ფორმულასთან“ საუბრისას.


ცნობისთვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.


სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.