ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

  • 10 აგვისტო 19:28

ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება იყო. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. 


მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


როგორც უწყებაში „დაიჯესტს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.