თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ ან მოულოდნელად კაბაზე ყავა დაგეღვრებათ, სიყვარული გეწვევათ

  • თბილისელები
  • 10 აგვისტო 18:58

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ადამიანის მიმართ სიყვარულისთვის მზაობას ბევრი მინიშნება აქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ გოგო ყოველთვის გრძნობს, როდესაც მას სიყვარული უნდა ეწვიოს.

უფრო მეტიც, ეზოტერიკოსები მიიჩნევენ, რომ უსიამოვნო მოვლენებიც კი შეიძლება იყოს სიყვარულის მაცნე...


„თუ ერთ დღესაც მთელი რიგი უსიამოვნებები დაატყდა თავს სიფრიფანა გოგონას, ეს შეიძლება კარგის ნიშანიც იყოს - მალე სიყვარული გეწვევათ და გათხოვდებით. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მოვლენათა ჯაჭვის: ფეხსაცმელზე მომძვრალი ქუსლის, სამსახურში დაგვიანების, კაბაზე ყავის გადასხმის შემდეგ მოულოდნელად ახალ თანამშრომელს გაიცნობთ - მომხიბვლელი ახალგაზრდა მალე თქვენი გულმხურვალე თაყვანისმცემელი გახდება“, - ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ეზოთერიკოსი.

წყარო: თბილისელები