რომელი თილისმა შეესაბამება თქვენს ზოდიაქოს?

  • 3 დეკემბერი 12:30, 2019 წელი

ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი სტიქია აქვს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ენერგიას მატებს. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, საქმეები ცუდათ მიგდით კარგი იქნება თუ თქვენი ზოდიაქოს შესაბამის თილისმას მოიძიებთ და ატარებთ.

ვერძი: ვერძის თილისმა რკინაა. შეგიძლიათ ოქროს ან მეტალის სამკაული ატაროთ. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ცუდ განწყობაზე ხართ და ფიქრობთ მომავალ გეგმებზე, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ.

კურო: ამაყი და ვნებიანი კურო, პერიოდულად სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა ბუ, რომელიც სასურველია თუ იქნება დამზადებული ქვისგან ან ხისგან. კუროს ქვაა ასევე, საფირონი და ფირუზი.

ტყპები: ტყუპების თილისმაა, ჯაჭვზე ჩამოკიდებული მომცროვერცხლის გასაღების კულონი. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ გამოწვევებს და თქვენი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ.

კირჩხიბი: კირჩხიბისთის საუკეთესო თილისმა მთვარეა. საუკეთესო მეტალი ვერცხლია. თილისმად ასევე გამოგადგებათ: სპილოს, ლოტოს ან მარგალიტის მძივები.

ლომი: ლომების მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ. ყველაზე იღბლიანი მონეტა არის ოქროს მონეტა ან მედალიონი.

ქალწული: ქალწულისთის თილისმად კარგია ქვისგან დამზადებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. შემთხვევით ნაპოვნ ქვას დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.

სასწორი: სასწორისთვის წარმატების მომტანი იქნება ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. საუკეთესო ვარიანტი გულის ფორმის ვერცხლის კულონია.

მორიელი: მორიელისთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. ასევე, ვერცხლის კულონი ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.

მშვილდოსანი: მშვილდოსნის თილისმა გახლავთ ნალი და სალამანდრა, ასევე წითელი და ლურჯი ფერის ქვები.

თხირს რქა: საუკეთესო თილისმა არის ძველი ნივთები, მაგალითად მონეტა, მედალიონი ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.

მერწყული: მერწყულები უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი ან ჩიტი, საუკეთესო ქვები: საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინია.

თევზები: თევზები მორცხვები ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. მათთვის იდეალური თილისმა ნიჟარა, უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით და სახლში დადებთ, შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით ან სამკაულის სახით.