დეტალური ინფორმაცია ყველა დახმარებაზე, რომელზეც პრემიერმა დღეს ისაუბრა

  • 6 აგვისტო 13:59

დღეს, 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე საუბრისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებს.

მაგალითად, მთავრობა სოციალურად დაუცველ (ვისაც აქვს 150 000-მდე ქულა) და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს.


ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. კონკრეტულად კი 4 თვის განმავლობაში (ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვლალში) იმ აბონენტებს დაუფინასდებათ გაზის გადასახადი, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც საშუალოდ 92 ლარს შეადგენს. ხოლო ელექტროენერგიის გადასახადის ტარიფი მათ დაუფინასდებათ, რომლებიც 200 კილოვატს მოიხმარს, ანუ საშუალოდ თვეში 37 ლარს აღარ გადაიხდიან.


200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად მიიღებს 17 წლამდე ყველა ბავშვი, მათ შორის ჩვილებიც.

თვითდასაქმებულებს კი, რომელებმაც დოკუმენტაციის პირობები ვერ დააკმაყოფილეს, ერთჯერადი 300-ლარიანი დამხარება მაინც დაერიცხებათ.