მიიღებს თუ არა მოქალაქე 200 ლარს თუ სასკოლოდ 18 წლის გახდა?

  • 6 აგვისტო 13:43

6 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,  ბიუჯეტიდან 17 წლამდე მოქალაქეები წინასაკოლოდ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაიჯესტი დაინტერესდა, შეეხება თუ არა ეს ფინანსური დახმარება იმ პირებს რომლებიც, სასკოლოდ 18 წლის ხდებიან.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ფულად დახმარებას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებიც თანხის დარიცხვისას 17 წლის ან უფრო პატარები არიან.


თუ როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა - მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მუშავდება სპეციალური პლატფორმა, სადაც მოქალაქეები დარეგისტრირდებიან. თუმცა, ამ ეტაპისთვის თანხის გაცემის თარიღი ცნობილი არაა.


ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან 17 წლამდე მოქალაქეები წინასაკოლოდ ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან 4 თვის განმავლობაში დაფინანსდება კომუნალური გადასახადები და სტატუსშეჩერებული და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხა დაუფინანსდებათ.