ბაჩანა ლობჟანიძე: მე თამარში, მოკვდავში ვეძებდი უკვდავს ​

  • 5 აგვისტო 14:36

პირი რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, ტვ „პირველთან” კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობაზე საუბრობს.

მისი თქმით, კომპანია „ზეგ”-ი, ხელოვნურ ინტელექტზე და ნანოტექნოლოგიებზე მუშაობს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანიის საქმიანობის მესამე მიმართულება კანონით აკრძალული არ არის.


„კომპანია „ზეგ“-ი მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, ნანოტექნოლოგიებზე და მესამე არის ისეთი საქმე, რაც კანონით აკრძალული არაა. შემიძლია, დავადასტურო, რომ არც თამარი და არც რომელიმე მისი თანამშრომელი იქ არ მუშაობდა ხელოვნურ ინტელექტზე, არც – ნანოტექნოლოგიებზე. თვითონ ეს თემა არ იცოდა, მე უნდა მესწავლებინა. მე თამარში, მოკვდავში ვეძებდი უკვდავს”, – განაცხადა ლობჟანიძემ.



ცნობისთვის, 23 წლის კიბერუსაფრთხოების სპეციალიტი თამარ ბაჩალიაშვილი ხუთ დღიანი გაუჩინარების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.