რამ გამოიწვია აფეთქება? - ლიბანის შს მინისტრი მიზეზს ასახელებს

  • bbc.com
  • 4 აგვისტო 23:59

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის აბას იბრაჰიმის ვარაუდით, მომხდარი აფეთქების მიზეზი შესაძლოა წლების წინ შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო.

„ეტყობა იქ იყო საწყობი, სადაც წლების წინ კონფისკირებული ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო“, – აცხადებს აბას იბრაჰიმი.


ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, აფეთქებას ბეირუთში სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, 2 750 კი დაშავდა.


ცნობისთვის, ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.


სრული ვერსიის ნახვა bbc.com