ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა

  • 4 აგვისტო 18:15

ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, თბილისში, გამთენიისას, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა.


 


ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.