ლევანი კონტაქტური არ არის - როგორია თოფაძის მდგომარეობა?

  • primetime.ge
  • 3 აგვისტო 12:31

ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ინტერესების დამცველი გიორგი ანთაძე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ლევანი კონტაქტური არაა, თუმცა დედამ მისი მონახულება შეძლო.


„ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვაზე ჯერ ოჯახის წევრები დაბარებულები არ არიან. როგორც ვიცი, დედამ ინახულა გუშინ, ვინაიდან რეანიმაციულ განყოფილებაშია, არ არის მიზანშეწონილი მეტი მნახველი შევიდეს მასთან. ამ ეტაპზე ლევანი კონტაქტური არ არის. იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს ადვოკატი.


შეგახსნებთ, რომ 2 აგვისტოს ყოფილი პრემიერის შვილმა ბესარიონ, იგივე ბუსა ჟვანიამ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ახლა ის ხეჩინაშვილის კლინაკში მკურნალობს, ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად რთულია.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge