ა, ბოქლომი, ა, ჯაჭვი, დაადეთ ქუთაისს და დაგვასვენეთ ხალხი - გოგი წულაია „ქართულ ოცნებას“

  • primetime.ge
  • 3 აგვისტო 11:27

„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯოდმარე გოგი წულაია „ქართული ოცნების“ ოფისში ჯაჭვს აგზავნის.

მისი აზრით, ქუთაისში რაც არსებობდა პარლამენტიდან დაწყებული აეროპორტით დამთავრებული თბილისში გადაიტანეს. პანდემიის გამო ტურისტიც ნაკლებია და ქუთაისი ვეღარ ვითარდება, ერთადერთი საიმედო „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ გახსნაა, რომლის გახსნის თარიღიც არავინ იცის.


„ქალაქიდან ყველაფერი წაიღეს და ბარემ ამ ჯაჭვით დაკეტონ და აჰა, ვუგზავნი ბიძინა ივანიშვილს ამ ბოქლომს. ამ ქალაქს დედა უტირეს. ყველაფერი წაიღეს აქედან და ყველაფრის საპირწოდენ უნდა ყოფილიყო ეს უნივერსიტეტი, მარტო ამ უნივერსიტეტის იმედად ეს ქალაქი ვერ იქნება და ბარეღამ დაადონ ბოქლომი და ჩვენც დავისვენებთ და თქვენც“, – განაცხადა გოგი წულაიამ.


 


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge