ნაცემი გია ბარამიძე ბუსა ჟვანიას sms-ებს უგზავნიდა - ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ?

  • alia.ge
  • 3 აგვისტო 09:51

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, ბიზნესმენ ლევან თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრა.

გამოცემა „ალია“ აქვეყნებს 2015 წლის ინტერვიუს, სადაც ბუსა ჟვანიამ პოლიტიკოს გია ბარამიძეს სცემა.


როგორც ინტერვიუში ვკითხულობთ, ბათუმში გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას შესახებ დაუწყო ბუსას საუბარი და აღნიშნა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ამ სიტყვებმა ბუსა განარისხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბარამიძეს.


„გეტყობათ ყველას, როგორი მეგობრებიც იყავით და როგორი მეგობრობაც გაუწიეთ მამაჩემს, არაკაცები ხართ და კიდევ ბედავთ, თავს იმართლებთ და შავზე მიმტკიცებთ, თეთრიაო. თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ!“- თქვა ბუსა ჟვანიამ.


მეორე დღეს კი ბარამიძე შეტყობინებას უგზავნიდა ბუსას. „ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ? რატომ?“- წერდა ბარამიძე.


ცნობისთვის, აღნსნული ფაქტი 2015 წელს ბათუმში მოხდა. 20 წლის ბესარიონ იგივე ბუსა ჟვანიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გია ბარამიძეს სცემა.


 

სრული ვერსიის ნახვა alia.ge