ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ავტომობილი გადაიყვანეს - ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში

  • rustavi2.ge
  • 2 აგვისტო 23:17

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება.

უკვე გამოკითხეს ნაძალადეველებისა და საბურთალოელების ის მეგობრები, ვინც ფეხბურთელის გარდაცვალებაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ.


ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს მანქანა, სავარაუდოდ „მერსედესის" მარკის და მას ექსპერტიზა უტარდება. 


ირკვევა, რომ აღნიშნული მანქანით ნაძალადეველები დაპირისპირების ადგილზე - არაგვის ხიდზე მეორე დღესაც დაბრუნდნენ. კონკრეტულად ვინ იყვნენ ავტომობილში და რატომ დაბრუნდნენ ისინი ადგილზე, უცნობია. ინფორმაციას „ურიერი“ ავრცელებს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge