ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

  • 2 აგვისტო 22:56

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ინფორმაცია ამის შესახებ დაიჯესტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხის ფარდული დაიწვა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.


უწყების ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.