კანიე უესტი წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა

  • ipress.ge
  • 15 ივლისი 19:01

New York Magazine Intelligencer-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი კანიე უესტი აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლიდან გამოვიდა.

გამოცემა ეყრდნობა პოლიტიკური კონსულტანტის, სტივ კრამერის განცხადებას. კრამერი, კანიე უესტის კანდიდატურაზე მუშაობდა. ის ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში ბიულეტენებში რეპერის სახელის შეტანაზე იყო პასუხისმგებელი.


ცნობისთვის, კანიე უესტმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანიდატად კენჭისყრის შესახებ 4 ივლისს განაცხადა.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge