შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი - გიურზასთან მებრძოლი ჰასკის ფოტოები

  • 15 ივლისი 18:35

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ჰასკი, რომელმაც ტაბახმელაში 5 წლის ბავში გიურზას ჯიშის ქვეწარმავალის დაკბენისა და დაგესვლისგან იხსნა, თავს კარგად გრძნობს, სახე დაუცხრა და შესანიშნავად გამოიყურება.

„შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თავისი პატარა მეგობრის უსაფრთხოების გამო მყისიერად „მგლის ხახაში“ ჩაჰყო თავი. საბედნიეროდ სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია. ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ წავიდა და კვლავ მზად ყოფნაშია ხიფათს გადაეყაროს, აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას და თავის სამფლობელოს სულ სიხარულის ყიჟინით ავსებს.


ჩვენის მხრივ, ეზო დავამუშავეთ რეპელენტით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ უცხო სტუმრებისგან. ამ სიმპათიური გოგოსგან ერთი გმირობაც საკმარისია, მეტს ვეღარ შევკადრებთ. აწი სულ განებივრება და მოფრთხილება უნდა. გემრიელი ნუგბარითაც მოვიკითხეთ და აწი შეუძლია თამაშით და ჭამით დაიღალოს. დღეიდან ამის შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია“, - წერს ლომჯარია.



ცნობისთვის, 11 ივლისს ტაბახმელაში 5 წლის ბავში ჰასკმა გიურზას კბენისაგან გადაარჩინა. მართალია ქვეწარმავალმა ძაღლის დაგესვლა მოახერხა, თუმცა, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ჰასკის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დამუქრებია.


გიურზასგან დაკბენილი ჰასკი



გამოჯანმრთელებული ჰასკი