10 უცნობი ფაქტი კურო ქალების შესახებ

  • regarder.ge
  • 15 ივლისი 18:35

რას ამბობენ ვარსკვლავები კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალების შესახებ – 10 უცნობი ფაქტი.

 

 


1. კუროს ძალიან უყვარს მარტო ყოფნა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები გიჟდებიან საკუთარ თავთან მარტო დარჩენაზე, ეს მათ ფიქრის საშუალებას აძლევთ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.


2. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქალი არ გეტყვით არაფერს საკუთარ თავზე, პირად ცხოვრებაზე, სანამ არ ჩათვლის, რომ სანდო ადამიანი ხართ და თქვენ გვერდით თავს კომფორტულად არ გრძნობს.


3. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქალები მყარად დგანან მიწაზე, არ დაფრინავენ ოცნებებში და ამასთანავე, იხიბლებიან ისეთი ადამიანებით, რომლებსაც რეალობის აღქმა არ აქვთ დაკარგული. 


4. თუ ეს ქალი თავისთან ახლოს მიგიშვებთ და ახლობელ ადამიანად ჩაგთვლით, დააფასეთ, რადგანაც ასე იშვიათად იქცევა და როგორც ჩანს, თქვენით ნამდვილად მოიხიბლა.


5. ის არაფერს ივიწყებს, ყველა სიხარული და წყენა ახსოვს, ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ რაიმეს შორეული წარსულიდან გაგახსენებთ.


6. კუროს მოთმინების დიდი უნარი აქვს და იმედგაცრუებას ხშირად მალავს, მაგრამ თუ გაბრაზდა, სჯობს, გაეცალოთ და ცოტა ხნით სადმე გადაიკარგოთ.


7. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქალებს უჭირთ კრიტიკის მიღება, რადგანაც თვლიან, რომ ყველა საქმეს იდეალურად აკეთებენ და მასში მთელ გულს დებენ.


8. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქალს არ უჭირს საყვარელი ადამიანების გამო მსხვერპლშეწირვა. მზად არის „მისთვის“ ყველაფერი გააკეთოს.


9. კურო ვერ ხედავს როდის ატყუებენ, როდის ღალატობენ და ეს მისი მთავარი სისუსტეა. 


10. თუ გაიგებს რომ მოატყუეთ, უღალატეთ, დიდი ალბათობით არასდროს გაპატიებთ და მის ნდობას ვეღარასდროს მოიპოვებთ და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მოუხდით ბოდიშს.

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge